გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი ოპოზიციას: ქურდული გარჩევა, სადისტობა, არაკომპეტენტურობა და თავს გასულობა თქვენს მხარეს მოიკითხეთ

21-02-2019

ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ „თი ბი სი“ ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის შეწყვეტის ფაქტი შეაფასა.


„გუშინ ლონდონში „თი ბი სი“ ბანკის მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თი ბი სი“ ბანკთან დაკავშირებით და გამოაქვთ სარჩელი. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, რადგან სასამართლო უკვე შედგა შუშის სასახლეში და ქურდული გარჩევის დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.


რომან გოცირიძის განცხადებას და ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ უპასუხა.


„ემოციურ განცხადებას ასევე გარკვეული ემოციით უნდა ვუპასუხო, რადგან ამას საზოგადოება უსმენს. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა განგებ, იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯიმ მორგანის ხსენება იმ კონტექსტში, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება და ვფიქრობ, არაეთიკურიც. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, რადგან ზუსტად იცის რაც მოხდა, ხოლო მესამე არის ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს ამ თემას, პირიქით ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. საკითხის ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი არა იმიტომ რომ ხედავს, რომ რაღაცა არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ რომ შუშის სასახლეშია საქმე, ძალიან გთხოვთ დაანებეთ ამას თავი. ქურდული გარჩევაც თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც. მითუმეტეს, არ შეიძლება ასე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაც თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ხანდახან ამაზე უფრო სერიოზულად დაფიქრდეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930