გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21-02-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარებისთვის და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ.კ. წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო ი.ფ.-სთან კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა. 2017 წლის 24 ივნისს, ვ.კ.-მ თბილისში, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ფ.-ს ძმას გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ვ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930