გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

22-02-2019

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019“-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.


კონკურსი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 21-24 თებერვალს იმართება. მასზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინეს. შედეგები ცნობილი მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს“, „ოქროს“ და „ვერცხლის“ მედლებით.


კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.


Berliner Wein Trophy გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში.


პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019“ წელს 23-ედ იმართება „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებით. კონკურსი ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed) პატრონაჟით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031