გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მმართველობაზე: ეს იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში

22-02-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სასამრთლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოეხმაურა.


"ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.
რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდიარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით" მინდა მეათასედ გავიმეორო - ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031