22-02-2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 23 თებერვალს გამოიდარებს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10, +15 გრადუსამდე დათბება.
24-25 თებერვალს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 25 თებერვალს შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.
თბილისში 22-24 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 25 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 22 და 24-25 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.