გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბესელია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს

22-02-2019

ეკა ბესელიას განცხადებით, ის ტოვებს მმართველს გუნდს, თუმცა რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად. ასევე, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაც დააანონსა.


„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა, იმ ბრძოლისა და იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იქნება უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად არ ვისაუბრებ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ინსტრუმენტს, ამ მიზნების მისაღწევად,” – აღნიშნა ეკა ბესელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930