გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს გიორგი ყაყიჩაშვილი უხელმძღვანელებს

29-01-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ყაყიჩაშვილი დანიშნა.

 

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყაყიჩაშვილი საერთაშორისო ექსპერტ-ანალიტიკოსია კონტრტერორიზმის, უსაფრთხოების, დაგეგმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში.

შსს-ს ცნობით, იგი 2015 აგვისტოდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014–2015 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს შსს- კონტრტერორისტული ცენტრის საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. 2010-2013 წლებში იგი საქართველოს შსს- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იყო სნაიპერების სამსახურის უფროსი, საბრძოლო სპეც.დანაყოფის უფროსი, დაგეგმარების უფროსი, სნაიპერებისა და საბრძოლო დანაყოფების ინსტრუქტორი. 2000-2010 წლებში გიორგი ყაყიჩაშვილი იყო საქართველოს შსს- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ობიექტებისა და პირადი დაცვების სამმართველოს დაცვის უფროსი, საქართველოს შსს- სპეციალური დანიშნულების სამმართველოს საბრძოლო სამსახურის ჯგუფის უფროსი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების პირადი დაცვის, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვის, სპეცილური დანიშნულების დანაყოფის ჯგუფის უფროსი და საქართველოს შსს- სპეციალური ოპერაციების (კონტრტერორისტული ) ცენტრის ქვედანაყოფის უფროსი.

 

გიორგი ყაყიჩაშვილი 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2006 წელს მან დაამთავრა საქართველოს იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, სამართლის მაგისტრია; 2005 წელს კი წარჩინებით დაამთავრა საქართველოს შსს- აკადემია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031