გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 6 პირი დააკავა  

29-01-2018


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი - მეტსახელადჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუნადა კიდევ სამი პირი თბილისშიდედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ .. „კანონიერ ქურდებთანშეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქესქურდული გარჩევამოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, „ქურდული გარჩევისგზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 1 დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 2 გლუვლულიანი თოფი, „გეკოსტიპის ცეცხლსასროლი თოფი, „კარაბინისტიპის თოფი და 48 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღესასევე, ამოღებულია მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულებისკანონიერ ქურდებთანკავშირს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ .. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენქურდულ გარჩევებშიდა აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ .. კანონიერ ქურდებთან - „კაკო ტბილისკისთან“, „ლავასოღლისთან, „ტოტორინისთან“, „ენცოსთანდა  „ქურდული სამყაროსსხვა წევრებთან, რომლებისგანაც  იღებდნენ დავალებებს დაქურდული სამყაროსმიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

დაკავებულებიდან 3 პირს ქურდული სამყაროს წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობა ედება ბრალად. ერთ პირს - ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო გამოძალვის მცდელობახოლო დაჯგუფების დანარჩენ ორ წევრს - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი დანაშაული  5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიური ღონისძიებების განხორციელებას ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930