გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა

29-01-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში, ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს, მას პროექტში რაიმე ცვლილების შეტანა არ შეუძლია.

ამის შესახებ კალაძემ ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის თაობაზე, მოსახელობის პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება რაიმეს შეცვლა. მე მაშინაც განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს და ჩვენი, მერიის გადასაწყვეტი იყოს, თუ როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს, ამ ტიპის, ამ დატვირვის და ამდენსართულიანი პროექტი არ განხორციელდებოდა“- განაცხადა კალაძემ. 

შეგასენებთ, რომ ატენის ქუჩის მოსახლეობა კვლავ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პირველად მშენებლობის ნებართვა 2007 წელს გაიცა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო ის შეჩერდა. მოგვიანდებით კი ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით დაახლოებით ერთი თვის წინ მშენებლობის ნებართვა განახლდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031