გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟს $35 მილიონად ღირებული სახლი აჩუქეს

24-02-2019

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვაჟი, 22 წლის ჰეიდარ ალიევი მოსკოვის მახლობლად, პრესტიჟულ რაიონში ძვირფას კერძო სახლს ფლობს. მისი ღირებულება მოცემულ მომენტში – დაახლოებით $35 მილიონს უდრის. ამის შესახებ რუსული მედია „პროექტი“, რუსეთის უძრავი ქონების რეესტრის მიერ მოთხოვნის შესაბამისად გაცემულ პასუხზე დაყრდნობით წერს. სტატიაში ასევე ჩამოთვლილია პრეზიდენტის ნათესავების სხვა ქონებაც.


Organized Crime and Corruption Reporting Project-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ ოჯახის წევრები პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ოფშორულ კომპანიებს ამოფარებულ სხვადასხვა საწარმოს, ასევე სხვადასხვა უძრავი ქონების ობიექტსა და ოქროს საბადოებსაც კი ფლობენ.


სახლი არიფ პაშაევის – პრეზიდენტის სიმამრისა და უმცროსი ალევის დედის მხრიდან ბაბუის სახელზეა გაფორმებული. არიფ პაშაევი – მეცნიერი ფიზიკოსი, აზერბაიჯანის ეროვნული ავიაციის აკადემიის რექტორი და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრია.


პრესისა და სოციალური ქსელების რეაქცია


„პროექტის“ სტატია რამდენიმე რუსულმა მედიამ გადაბეჭდა. საზღვარგარეთ მომუშავე რამდენიმე ვებგვერდის გარდა, აზერბაიჯანულ პრესას ამის შესახებ არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, უმცროსი ალიევის ქონებას Facebook-ის აზერბაიჯანულ სეგმენტში განიხილავდნენ:


„იურიდიული თვალსაზრისით, ალბათ ყველაფერი სუფთადაა. მორალურ მხარეს კი თავი დავანებოთ, ჩვენთან სხვისი ფულის თვლა მიღებული არ არის;


„დუბაიში მდებარე მათ კერძო სახლებთან შედარებით, ეს წვრილმანია“;


„საინტერესოა, მაინც როგორ ალაგებენ ამ სასახლეებს? მე აქ სამოთახიან ბინას ძლივს ვაწესრიგებ“;


„იქნებ მოსკოვში გადასულიყვნენ, თუ იქ ასეთი უზარმაზარი სახლი აქვთ?;


„გაჩუმდით, შურიანებო!“.





jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930