გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მირზა სუბელიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

25-02-2019

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის განხილვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.


დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი მოსამართლემ შესაძლოა, დღევანდელ პროცესზევე გამოაცხადოს.


გასულ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი, პროკურორ მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება ჰქონდა სადავო, თუმცა, აღნიშნული მოწმის ჩვენებაც უდავოდ ცნეს.


ინტერპრესნიუსი



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031