25-02-2019
მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურდა
ყველას გილოცავთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველას გილოცავთ, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანია, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უკვე ნაკლები რისკები გვაქვს, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდეც უფრო გაიაფდება. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად, ინვესტორების ნდობას. ის აისახება პოზიტიურად ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.