გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამიდის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

25-02-2019

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. 


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ კიროვკაში, განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.მ.-მ, რომელიც განაწყენებული იყო მამიდის - ბ.მ.-ს დამოკიდებულებით,  ურთიერთშელაპარაკებისას მას ხელი ჰკრა, რის შედეგადაც  ბ.მ. წაიქცა, თავი მიარტყა ტახტს და გონება დაკარგა. ნ.მ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ბ.მ. სარდაფში ჩაიყვანა, რა დროსაც იგი  გონს მოვიდა, ხოლო ნ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მას ხის ჯოხი თავისა და სახის არეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ნ.მ. 2018 წლის 16 დეკემბერს, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.108-ე მუხლით წარედგინა  (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  


რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და განაჩენთა ერთობლიობით  სასჯელის სახედ და ზომად  13 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930