გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ჭიაბერაშვილი Fitch-ის რეიტინგის გაუმჯობესებაზე: პირველ რიგში, ეს ინვესტიციების ზრდაზე უნდა აისახოს

25-02-2019

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნებისმიერ საერთაშორისო რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება კარგია, მაგრამ საკითხავია, რის ხარჯზე მოხდა ეს და შეეძლო თუ არა ამის მიღწევა ქვეყანას უფრო ადრე.


„ერთი მხრივ, უნდა ითქვას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამისთვის საკმაოდ მძიმე ფასი გადაიხადეს, როდესაც აქციზზე ფასი გაიზარდა. მეორე მხრივ, სწორი რეფორმების შემთხვევაში, ამ შედეგის მიღება უფრო ადრე შეგვეძლო. გარდა ამისა, საკითხავია რაში ვიყენებთ სუვერენულ რეიტინგებს? პირველ რიგში, ეს ინვესტიციების ზრდაზე უნდა აისახოს. რეალურად კი 2018 წელს დაფიქსირდა ინვესტიციების შემცირება 2017 წელთან შედარებით. ბანკის პროცენტების დაწევაზე, როცა არის საუბარი, ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არასწორი საბანკო რეგულაციების გამო, პირიქით ეს პროცენტები უფრო მაღლა მიდის. ანუ ერთმანეთს არის აცდენილი ის, რაც უდაოდ დადებითია და ის, რაც აქედან ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სარგებლის სახით“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031