გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო ქაცარავა: ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველვყოთ პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა

26-02-2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის ანაკლიის პორტის თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომის ჩატარებას ითხოვს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა გამოეხმაურა.


„დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველვყოთ პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, რისი მოწმეც არის ჩვენი საზოგადოება.


რაც შეეხება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცხადებულ ინიციატივას კომიტეტში მინისტების მოწვევასთან დაკავშირებით, გასულ კვირას ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა პარლამენტში და 8 საათის განმავლობაში პასუხობდა დასმულ კითხვებს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შესახებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ისედაც დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მთზე პასუხების მიღების საშუალება“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031