27-02-2019
დღეს, პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება.
აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, მხარეები საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებასაც განიხილავენ, რომლის შესრულება შვეიცარიის შუამავლობით უნდა დაიწყოს. აბაშიძის განმარტებით, ის აუცილებლად ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრებს.