27-02-2019
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისას და ასევე სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური შემოწმების შედეგად, ჯამში 5 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.