27-02-2019
საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,6940-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,0701 ლარია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის თვიდან მოყოლებული, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკი პერმანენტულ ინტერვენციას ახორციელებდა და მილიონობით ამერიკულ დოლარს ყიდულობდა.