გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას (ერესენკოვა) ხსოვნის საღამო გაიმართა

27-02-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში დღეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის, წარმოშობით პოლონელი შემოქმედის ნადეჟდა გვაძაბიას (ერესენკოვა) ხსოვნის საღამო გაიმართა.


ნადეჟდა გვაძაბია - ყოფილი ხალიჩების კომბინატის მთავარი მხატვარი, ამავე დროს, ხალიჩების და გობელენების შემქმნელი გრაფიკოსი და აკვარელისტი გახლდათ, რომელიც წარმატებით მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში თბილისში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, დასავლეთ გერმანიასა და მშობლიურ პოლონეთში.


თავის მეორე სამშობლოზე, საქართველოზე და განსაკუთრებით სენაკზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, ხსოვნის საღამოს ორგანიზატორებმა, სენაკელმა მხატვრებმა, მუსიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. მხატვრის ღვაწლზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. საღამოს ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ურთულესი იყო არაორდინალური ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების გზა, რომელიც ეპოქალურ ქარტეხილებზე გადიოდა. ეს უცნაური ადამიანი შეიყვარა და შეისისხლხორცა სენაკმა. ჩვენში, ალბათ, არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც მისი გასაოცრად ქართული ესკიზების მიხედვით შექმნილი ხალიჩა არ ამშვენებდა.

ნადეჟდა გვაძაბიას ღვაწლის ჯეროვანი დაფასება და მრავალფეროვანი შემოქმედების სიღრმისეული წარმოჩენა მომავლის საქმეა“- ითქვა ხელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031