გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირმა ინაშვილი: ის, რომ ქალბატონ ლორას არ "ევასება" ტრამპი ჩვენ ვიცით

29-01-2018

"ის, რომ ქალბატონ ლორას არ ევასება ტრამპი ჩვენ ვიცით, მაგრამ ამან საქართველო- ამერიკის ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს", - ასე გამოეხმაურა "საქართველოს პატრიოტების" დეპუტატი ირმა ინაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორთონის განცხადებას. 

ირმა ინაშვილის შეფასებით ლორა თორთონის კომენტარი უხერხული, არადიპლომატიური და არაკორექტულია. 

,,მართლაც უხერხული კომენტარია. რბილად რომ ვთქვათ არადიპლომატიური, არაკორექტული, ვინაიდან აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ტრამპმა გადასარევად იცის, სად არის საქართველო. ის , რომ ქალბატონ ლორას არ ევასება ტრამპი ჩვენ ვიცით, მაგრამ ამან საქართველო- ამერიკის ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში კვლევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში დებს:
„წუხელ, „იმედის“ ჟურნალისტმა პირდაპირი ტექსტით მკითხა, შეიტანა თუ არა განზრახ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კითხვარში შეკითხვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ რუსეთთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ლობირების მიზნით. გამეცინა. დიდი ალბათობით, ტრამპი საქართველოს რუკაზეც ვერ მიაგნებს, თავი რომ დავანებოთ იქიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თვალ–ყურის დევნებას. მეორე მხრივ, მესიამოვნა, რომ ჩვენ ამხელა გავლენას მოგვაწერენ“,- აღნიშნავს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი.
დღეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი მეზვრიშვილი გამოეხმაურა ლორა თორთონის განცხადებას და განაცხადა, რომ მას ბოდიში აქვს მოსახდელი. 

primetime.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031