გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

28-02-2019

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლას ითვალისწინებს.


კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განახორციელებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.


როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელი დედაქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით იქნება დატვირთული.


„მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ამის შესაძლებლობას წლევანდელი ბიუჯეტიც გვაძლევს. დღეს კანდეკალის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ქუჩა გასულ წელს ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სხვა ქუჩების მსგავსად, სრულად მოწესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია“, - განაცხადა თბილისის მერმა.


მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ, კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი მთლიანობაში, 1,2 კილომეტრზე განახლდება.


პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930