გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში კახის მუნიციპალიტეტს ეწვია

28-02-2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, კახის მუნიციპალიტეტს ეწვია.


სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში, კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა და კახის წმინდა გიორგი ეკლესია მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტს კახინგილოს ქართულ სკოლაში ქალაქ კახის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა მუსა შეკილიევმა და სკოლის დირექტორმა ნათელა ოთარაშვილმა უმასპინძლეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას ალიბეგლოს სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფისათვის.


სალომე ზურაბიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრა, რომლებიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, თანამედროვე სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლების გადამზადებას მიიჩნევენ საჭიროდ. კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც დარბაზული ტიპპის XVIII საუკუნის მოქმედი, მარათლმადიდებლური ეკლესიაა, საქართველოს პრეზიდენტი მრევლს, წარმოშობით ქართველ აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.


ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტისაგან აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ ძველი, ისტორიული ეკლესიების შეკეთებისა და ამოქმედებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930