1-03-2019
დღეიდან საქართველოსა და უკრაინას შორის ელექტრონული (ID) ბარათით მიმოსვლა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შეთანხმებას, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში მოაწერეს.
უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს მეორე ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
უკრაინა მეორე ქვეყანაა, სადაც ID ბარათებით გამგზავრებაა შესაძლებელი. პირველი ასეთი ქვეყანა თურქეთი იყო.