გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადამიანის ბედი დამოკიდებულია შესასვლელი კარის სიგანეზე

29-01-2018

ჩვენს საცხოვრებელ სახლებში, დადებითი ენერგეტიკა კარიდან შემოდის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ გამოიყურება, რა ფერის და რა ფორმისაა ის. სწორედ, ამაზეა დამოკიდებული სახლის „მკვებავი“ ენერგიის ხარისხი.

მოკლედ რომ ვთქვათ, შესასვლელი კარის ხასიათზეა დამოკიდებული მთელი სახლისა და მის ბინადართა ბედ-იღბალი. ამ მხრივ, სასიკეთოა, შესასვლელი კარის შიგნით გაღება. სხვა შემთხვევაში, თქვენი კარი სახლში შემომავალ ენერგიას აისხლიტავს. სახლის შესასვლელი კი, სასიკეთო მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

...სახლში ფანჯრებიდანაც ხვდება ენერგია მზის სინათლის, სითბოს, სიცივის ან სუფთა ჰაერის მეშვეობით. მათი მეშვეობით შემოდის მთელი სახლის ენერგიის 20 პროცენტი.

ასტროლოგიურად, ერთ ბინაში, ერთ კარზე უნდა მოდიოდეს არაუმეტეს სამი ფანჯარა.
ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კარისა და ფანჯრების ზომებს. ისინი შესაძლოა, იყოს როგორც სასიკეთო და ადამიანისთვის წარმატების მომტანი, ასევე არასასიკეთო – ბედნიერების დამბლოკავი. მაგალითად, თუ კარის სიგანე 90 სანტიმეტრია, ამ კარიდან თქვენთან წარმატების 6 სახეობა შემოვა. ხოლო, თუ 92-ია, მაშინ შესაძლოა, რაიმე სახის ფინანსური შეფერხებები შეგექმნათ. ასე რომ, უმჯობესია, სასურველი ზომები აარჩიოთ, მანამ, სანამ თქვენი საცხოვრებელი სახლის კარ-ფანჯრის შეკვეთას მისცემთ.

სარემონტო სამუშაოების დაწყებისას, აუცილებელია ბინის განათებისა და ყველა ოთახის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინება. მაგალითად, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ოთახებში უნდა ჭარბობდეს თბილი ფერები. სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოთახები კი, ცივ ფერებს ითხოვს. იმაში თუ როგორ მივხვდეთ, სად რომელი ფერი გავანაწილოთ, ჩვეულებრივი კომპასი დაგეხმარებათ.

სახლის ჩრდილოეთს განაგებს წყალი; სამხრეთს – ცეცხლი; დასავლეთს – ლითონი; აღმოსავლეთს – ხე; ჩრდილო-დასავლეთს – ლითონი; ჩრდილო-აღმოსავლეთს და სამხრეთ-დასავლეთს – მიწა; სახლის ცენტრს და სამხრეთ-აღმოსავლეთს – ხე.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ სამზარეულოსა და სასადილო ოთახის შეღებვისას, უმჯობესია, თავი აარიდოთ ცივ ცისფერ და იისფერ ტონებს. ეს ანელებს მონელების პროცესს და ამცირებს მადას.

საბავშვო ოთახის შეღებვა მკვეთრ ფერებში ჯობია, თან დომინანტი უნდა გახდეს იმ ბავშვის 

დაბადების ელემენტის ფერი. თუმცა, როგორც წესი, ბავშვები ინტუიციურად, თვითონვე არჩევენ „საკუთარ“ ფერთა გამას და დაძინების ორიენტაციასაც. დააკვირდით ბავშვს და გაითვალისწინეთ მისი არჩევანი.

ოჯახის ზრდასრული წევრების საძინებელი ოთახის შეღებვისას უპირატესობა ენიჭება სახლის მფლობელის დაბადების სტიქიას. ამასთანავე, საჭიროა, ვიცოდეთ: ყვითელი ფერი ხელს უწყობს გონებრივ შრომას, მაგრამ აქვეითებს მამაკაცის პოტენციას. წითელი ფერი ხელს უწყობს ტემპერამენტის გაღვივებას, მაგრამ მისმა სიჭარბემ, შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები.

ლურჯ ფერთა გამა დასვენებისთვის განგვაწყობს, მწვანე ტონები კი, ნიჭის გამოვლინებას უწყობს ხელს და თვალებს ასვენებს.

თეთრი ფერი გვეხმარება საქმის სწორად წარმოებაში და ხელს უწყობს ოჯახში იერარქიისა და წესრიგის დაცვას.

აგრეთვე, სახლში, ასტროლოგიურად სწორად უნდა შეარჩიოთ სარემონტო მასალები დაბადების სტიქიასთან მიმართებით. მაგალითად, კერამიკული და ნატურალური ქვის ფილები მიწის სტიქიას მიეკუთვნება. კედლების ხის პანელებით გაფორმებას, ინტერიერში ხის ელემენტები შემოაქვს. ლაკის ზედაპირი და მინის ბლოკები წყლის ელემენტზე მეტყველებს. ლითონის შემცვლელი ზედაპირები, შესაძლოა სასიკეთო იყოს შენობის ლითონის სექტორში დასავლეთით, ჩრდილო დასავლეთით და ჩრდილოეთით. არ გადაამეტოთ წითელი ფერი სახლის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს, რათა თავიდან აიცილოთ ხანძარი.


i.dainteresdi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031