1-03-2019
ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს ასაკოვანი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დილით მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია 20 კვ. მეტრის ფართობი ტერიტორია.
მათივე ცნობით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.