გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა

2-03-2019

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გორის საკრებულოში დაიშალა. სავალდებულო სამი წევრიდან ფრაქცია ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა დატოვა.


ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, „ნაცმოძრაობაში“ მიზეზი ჯერ არ განუმარტავთ. ფრაქციის სხვა წევრების თქმით, საკითხთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებულები არ ყოფილან.


გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ირმა ამბარდნიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მან ელექტრონულად მიიღო.


„ჩემს ელექტროფოსტაში, ჩვენი საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ირმა ამბარდნიშვილის განცხადება შემოვიდა. ეს განცხადება მომავალ კვირაში განიხილება.
ფრაქცია უკვე დაშლილია, იმიტომ რომ ერთი წევრის გასვლის შემდეგ ორი რჩება, ორი წევრი კი არ არის საკმარისი ფრაქციის მოქმედებისათვის“ - განაცხადა დავთ რაზმაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031