4-03-2019
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. საბოლოო სიტყვით სავარაუდოდ, ბრალდებული მირზა სუბელიანიც ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.