4-03-2019
წავკისი-თბილისის გზაზე მომხდარი ავარიისას სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. დაღუპულები 18, 20 და 23 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დაბადების დღიდან წავკისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.