გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა ჯანელიძე ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

4-03-2019

ინტერნეტ სივრცეში ლესია უკრაინკას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის თიზერი გავრცელდა. თიზერის სცენარი და კონცეფცია ფილმის რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ შეიმუშავა, იდეა კი პროდაქშენ კომპანიებმა JS Films და FX FILM Georgia განახორციელეს.


თიზერის სიუჟეტში ასახულია ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი პოეტის ცხოვრებაში – დრო, რომელიც მან სერგეი მერჟინსკისთან ერთად მისი სიცოცხლის ბოლოს გაატარა. სწორედ მაშინ, ერთ ღამეს, ლესია უკრაინკამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოემა – „შეპყრობილი“ დაწერა.


„სინამდვილეში, მთელი გადამღები გუნდისათვის თიზერის გადაღება ერთგვარ გამოცდად იქცა: ჩვენ უნდა გაგვეგო, თუ რამდენად შეგვიძლია აღვადგინოთ იმ ლესიას სახე, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენი ფილმის სცენარსა და იდეას, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთად მუშაობისას. ვფიქრობ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა“ - აღნიშნავს ნანა ჯანელიძე.


როგორც ფილმის პროდიუსერები, იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო ამბობენ -“ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ სკოლის კედელზე ჩამოკიდებულ პორტრეტსა და ლიტერატურის მასწავლებლის მიერ მოყოლილ მშრალ ფაქტებს. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ სრულიად განსხვავებული ლესია: ცოცხალი, თანამედროვე, ღრმად მგრძნობიარე ბუნებით.”


ლესია უკრაინკას როლი თიზერში ახალგაზრდა მსახიობმა დარია პოლუნინამ შეასრულა. გადაღებები კი კიევში მიმდინარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930