5-03-2019
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, შალვა ოგბაიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე მშობლებს მოუწოდებს, არ უყიდონ 17 წლის შვილებს ავტომობილები.
„მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია.
ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ.
დაფიქრდით მშობლებო! “ - წერს შალვა ოგბაიძე.
„3 ნასვამი 17-18 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში შინდისში“ - აღნიშნავს დეპუტატი.