გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქეებისთვის ტელეფონების მოყუებით გამორთმევისა და მიმალვისთვის ერთი პირი დააკავეს

6-03-2019

შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
09:57 06.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი. კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ორ მოქალაქეს მობილური ტელეფონები მოტყუებით გამოართვა და ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ ორივე მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.


გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031