გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბენზინგასამართი სადგურების ბენზინში ტყვია არ აღმოჩნდა

6-03-2019

80 ავტოგასამართ სადგურზე დაახლოებით 240-მდე სინჯის აღების შემდეგ, ტყვიის შემცველობა არსად არ დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნელი კორკოტაძის განცხადებით, უწყებამ გასულ წელს დეკემბერში ჩაატარა მიზნობრივი კვლევა საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით. საწვავის სინჯები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეისწავლა.


„საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ საავტომობილლო ბენზინი ტყვიას შეიცავს და ამ კვლევით მინიმუმ დადასტურდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით საავტომობილო ბენზინში ტყვია არ ფიქსირდება, თუმცა ამის მაჩვენებელი ასევე გახლავთ ატმოსფერული ჰაერის კვლევები, სადაც ბოლო 5 წელია ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა,“ - აცხადებს კორკოტაძე.


ინტერპრესნიუსი




ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031