გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 21.9%-ით გაიზარდა

6-03-2019

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.9 პროცენტით გაიზარდა და 25.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2018 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 11.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 9.6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.


2018 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.6 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.7 პროცენტი - საშუალო, ხოლო 28.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33.9 პროცენტი.


საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის IV კვარტალში 16.5 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 10.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტი). 2018 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 684.5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031