გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში სამლოცველო გაქურდეს - შესაწირი ყუთებიდან თანხა მოიპარეს

6-03-2019

ფოთში, ნაბადის უბანში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე სამლოცველო გაქურდეს. მძარცველებმა კარი შეამტვრიეს და სამლოცველოში შევიდნენ, გატეხილია შესაწირი ყუთები, წაღებულია თანხა, რომლის ოდენობა უცნობია.


„ეკლესიაში რომ მოვედი, კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. ყველა ხატი ადგილზეა და დაზიანებულიც არ არის. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული, არ ვიცით. მამაომ მაშინათვე დაურეკა პოლიციას“ – განაცხადა ეკლესიის მესანთლე სვეტლანა სიჭინავამ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მშენებარე ტაძრის ეზოში სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი უკვე გახსნა. დანაშაულის ჩადენაში ამხილეს არასრულწლოვანი, რომელიც, შსს-ს ცნობით, აღიარებს დანაშაულს.


ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031