გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოხანაშვილი გასაჯაროვებულ წერილზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას

6-03-2019

“სასაცილოა კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირება, თითქოსდა ასეთი უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი. ეს არის აბსურდი. ყოვლად მიუღებელია რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო რომ თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანია - აქედან გამომდინარე, ეს იღებს შოუს სცენარის სახეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ წერილზე საუბრისას განაცხადა.


„ამ ქვეყანაში აფიორების დრო დასრულდა. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება.


კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა თურმე მუქარა და შანტაჟი.


ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ პროცესებში ამ პროცესების გადაყვანას, ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა.


მე ვხედავ, რომ ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, იმ შესაძლო აფიორის გამო, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ საქმეში. ეს ასეა თუ არა, სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა“ - განაცხადა ოხანაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031