გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რამზან კადიროვი აშშ-მა "შავ სიაში" შეიყვანა

21-12-2017

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-მა ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ, ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ სანქციები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, წამებისა და გატაცებების ბრალდებების გამო დააწესა.
კადიროვის გარდა "შავ სიაში", სადაც უკვე 49 გვარი ფიგურირებს, რუსეთის კიდევ 5 მოქალაქე შეემატა. მათ ამიერიდან აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული.

წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031