გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
​საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

8-03-2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად, ლიეტუვის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს ეწვია და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.


საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა და რომლებსაც ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რაიმუნდას კარობლისმა მოაწერეს.


განზრახულობათა დეკლარაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებსშორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.


როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, ნატო-მ და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხება ოპერატიული განზომილების სივრცეში აიყვანეს და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა ახალ, ოპერატიულ განზომილებად განიხილება, სადაც შესაძლოა, ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას გარკვეული საფრთხეები შეექმნას კიბერშემოტევების შედეგად, ამიტომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთო სწავლებების ჩატარება. 


ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ, ლიეტვუაში არსებული კიბერთავდაცვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს სურს ამ მიზნების განხორციელება, რათა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვაში მუზეუმი - ,,ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის ხელმომწერთა სახლი" დაათვალიერა და ,,ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციას" გაეცნო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930