გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯემალ გახოკიძე: შსს-ს მიერ მონაცემების გასაჯაროვება საზოგადოებას მიუთითებს, თუ რა საფრთხეები ელის და ის არის ყველაზე კარგი შემფასებელი სამართალდამცველი ორგანოების მუშაობისა

30-01-2018

უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენად აფასებს.

 

როგორც ის განმარტავს, მონაცემების გასაჯაროვება საზოგადოებას მიუთითებს, თუ რა საფრთხეები ელის და მეორე მხრივ, ის არის ყველაზე კარგი შემფასებელი სამართალდამცველი ორგანოების მუშაობისა.

 

„მივესალმები იმას, რომ საზოგადოებამ დაინახა, თუ რა ხდება დანაშაულთან მიმართებით ციფრებში. იყო მანიპულაციები, პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხზე და ახლა სტატისტიკა თავისას ამბობს. რაც უფრო კონკრეტული იქნება სტატისტიკა და იქნება საშუალება რომ სხვა წლებსაც შევადაროთ, უკეთესად დავინახავთ დანაშაულის ზრდასა თუ კლებას. ეს ერთი მხრივ, საზოგადოებას აფხიზლებს, თუ რასთან გვაქვს საქმე; რა საფრთხეები გველის და მეორე მხრივ, ესაა ყველაზე კარგი შემფასებელი სამართალდამცველი ორგანოების მუშაობისა- უმკლავდება თუ არა დანაშაულებს და როგორია გახსნის რიცხვი. რადგან ასეთი ნაბიჯები გადადგა შსს-მ ის თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რასთან გვაქვს საქმე და როგორ მოარგოს უწყების საქმიანობა რომ ის ეფექტური იყოს...

 

ყველაზე კარგი პრევენცია და პროფილაქტიკა დანაშაულის არის, როცა დანაშაულის გახსნის პროცენტი მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას.

 

საბოლოო ჯამში, აუცილებლად პოზიტიურად შესაფასებელია საზოგადოების მხრიდან ნაბიჯი. დაანონსებული რეფორმები მიესადაგება სტატისტიკას და ვფიქრობ, ისე გადაეწყობა კრიმინალური სამსახურების მუშაობა, რომ მათი საქმიანობა ეფექტური იყოს და რომ გვქონდეს არამხოლოდ კლება დანაშაულისა, არამედ გახსნის მაჩვენებელიც უნდა ამაღლდეს“-განაცხადა ჯემალ გახოკიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, 2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს.

 

 

 

 

ესაუბრა თათია ტუხაშვილი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930