გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურნავა: "გაზპრომთან" მოლაპარაკებებით ქართულმა მხარემ ორ პოზიციაში საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია"

12-03-2019

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია "გაზპრომთან" რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, მოლაპარაკებები იყო საკმაოდ რთული და ხანგრძლივი, თუმცა, ქართულმა მხარემ მიაღწია საგრძნობ გაუმჯობესებას ორი პოზიციით - გაიზარდა სატრანზიტო საფასური, რომელსაც "გაზპრომი" საქართველოს გადაუხდის და შემცირებულია რუსული გაზის ფასი, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით.


რაც შეეხება მეორე ამოცანას, რომელიც საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას გულისხმობდა "გაზპრომთან" შეთანხმებაში, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მიზანიც მიღწეულია - ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ საგრძნობ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით" - აღნიშნა თურნავამ.


მისივე განმარტებით, "გაზპრომთან" შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს. "2 წლის წინ შეთანხმება ამ ფორმატში იყო დადებული და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხელშეკრულებას და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და იმოქმედებს 2019-2020 წლების განმავლობაში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930