გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" რეგისტრაცია დაიწყო

12-03-2019

საქართველოს მთავრობის ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელზეც დღეს, 12 მარტ, განაცხადების მიღება დაიწყო და აღნიშნული 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შემუშავდა ახალი საგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელზეც დღეს, 12 მარტ, განაცხადების მიღება დაიწყო და აღნიშნული 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.


პროგრამის პირობები:

• აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;

• აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.

• ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;


დაფიანსების მაქსიმალური თანხები:

• 7 000 ლარამდე ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

• 15 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

• 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 

• 35 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;


შერჩევის ეტაპები:

• შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე წწწ.ენტერპრისეგეორგია.გოვ.გე) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (გრანტ@ენერპრისე.გოვ.გე); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.• პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;• შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;


დასაფინანსებელი მიმართულებები:

• პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031