გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიშნიანიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება

12-03-2019

ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩა N35-ში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება.


პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 3 500 კვ.მ ფართობზე იგება. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, მოეწყო წყალარინების შიდა ქსელიც.

საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა გაბუნია და თამარ ტალიაშვილი გაეცნენ.


"ვასრულებთ კიდევ ერთ საგზაო პროექტს, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოვაწყეთ. აღნიშნულ დასახლებაში 90-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგადად, დევნილთა დასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ იმისთვის, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 170 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930