გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო დიპლომატიური დაფარვის ზონებს აფართოებს

12-03-2019

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან ორი ახალი საელჩოს გახსნის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააჟღერა.
მინისტრის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება.


"როგორც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გახსნას ახალი საელჩოები. ჩვენ ყოველწლიურად ვაფართოებთ ჩვენი გადაფარვის ზონებს და შერჩეული ქვეყნები გამომდინარეობს იმ პრიორიტეტებიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გააჩნია."


მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ პრიორიტეტული მიმართულებებიდან გამომდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტით არის გაწერილი და რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება.


მინისტრმა ასევე განმარტა ის კონკრეტული მიზნები, რომლებიც ახალი საელჩოების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.


"ემირატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი საქართველოში და ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა ამ ქვეყნის მხრიდან, არის მზარდი დაინტერესება როგორც ტურიზმის გაზრდის თვალსაზრისით, ისე პირდაპირი მიმოსვლის გაზრდის კუთხით. ხოლო ვიეტნამი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც მზარდი ეკონომიკური დინამიკით გამოირჩევა. ჩვენი მიზანი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, რაც შეიძლება მეტი ტვირთების მოზიდვაა აზიის რეგიონიდან და სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ეს საელჩოები. ამრიგად ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენ საგარეო პოლიტიკას არა მარტო ძირითად პარტნიორებთან ურთიერთობების კუთხით, არამედ იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც და ამ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით." - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930