12-03-2019
„მიმაჩნია, რომ ჯანსაღი კონკურენცია არის ბიზნესის განვითარების საწინდარი, ამიტომ აუცილებლად საჭირო იყო ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა „გაზპრომის“ სახით,“ - ამის შესახებ გაზგასამართი კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო და კარგია, რომ მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ წარმატებით დასრულდა.
„აქამდე კომერციულ სექტორში იყო ერთი დომინანტური ფასი, თუ ახლა ალტერნატივა გაჩნდება ბაზარზე, რა თქმა უნდა, ფასი აუცილებლად დაიწევს ქვემოთ, თუმცა რამდენად დაიწევს, ეს მოლაპარაკების საგანია თვითონ ახალ მომწოდებელს და კერძო სექტორს შორის. რა ფასზეც დალაგდება იმ ფასის შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაღაც მოგების გათვალისწინებით ჩამოიწევს დღევანდელი არსებული ფასები ქვემოთ, რადგან არის პოტენციალი, რომ გაცილებით დაბალი იყოს, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა ზაზა ვაშაკიძემ.