გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ბაზარზე მეტი კონკურენცია და არჩევანის მეტი საშუალება ყოველთვის დადებითი მოვლენაა

12-03-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკების შედეგებს აფასებს.


მისი თქმით, ახალი კონტრაქტის თანახმად, საქართველოსთვის პირობები გაუმჯობესებულია.


ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კონკურენცია და ალტერნატიული გზა ყოველთვის დადებითი მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან მისივე თქმით, სახელმწიფო თავად გადაწყვეტს, რა როგორ გამოიყენოს.

"გადაწყვეტილება საქართველოზე დადებითად აისახება, ჩვენ გამტარუნარიანი ქვეყანა ვართ. "გაზპრომის" გაზი ჩვენი მეშვეობით გადის და ჩვენ ვღებულობთ გარკვეულ სარგებელს, რაც რა თქმა უნდა მისაღებია. ახალი კონტრაქტით, რაც ოფიციალურად გამოცხადდა და მოვისმინე, ჩვენი პირობები უმჯობესდება.


ასევე მიწოდების ალტერნატივაც გამოჩნდა, რაც კომერციული თვალსაზრისითაც კარგია. კონკურენცია უნდა იყოს, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ სახსარზე. გამოდის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობა და პირობებიც გაგვიუმჯობესდა ესეც მისაღებია უდავოდ.


ბაზარზე რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება და არჩევანის მეტი საშუალება ექნება ქვეყანას, ყოველთვის დადებითი მოვლენაა. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენთვითონ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა როგორ გამოვიყენოთ", - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დასრულების შედეგად, საქართველოსთვის კომერციული პირობები გაუმჯობესდა. კონკრეტულად კი, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ფასი გაიზარდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო წარმომადგენელი დაინტერესდება რუსული გაზით მათთვის ფასი შემცირებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930