გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით

12-03-2019

„ამ ხელშეკრულების განახლება ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


„თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც.


ეს არის ძალიან მნიშვნელვანი რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება, აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ასევე ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და წელს ჩვენ მივუღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი“-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930