გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალუქვაძე: ეს აჟიოტაჟი ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას ემსახურება

13-03-2019

"საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის ,საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის აჟიტირებაში, ერთი მხარის, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, მედია ხართ, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ნებით თუ უნებლიეთ, მოქმედებთ სახელმწიფოს, შესაბამისად მისი მოქალაქეების, მ.შ. საკუთარი თავის წინააღმდეგ" - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე.


"მთელი ეს სიცრუეზე აგებული აჟიოტაჟი, ემსახურება ორ მიზანს: გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ამ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებები და თემის პოლიტიკური აჟიტირებით ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა სახელმწიფოზე, კერძოდ მთავრობაზე, როგორც მოლაპარაკების პროცესის მხარეზე, რათა მოიპოვონ ანაკლიის კონსორციუმისა და მის უკან მდგომი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომგებიანი (ხელსაყრელი), შესაბამისად საძელმწიფოსთვის, ანუ ყოველი მოქალაქისათვის წამგებიანი პირობები;
ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორც ცალკე გაკეთებული განცხადებები, ასევე კითხვების დასმა სამხედრო დანიშნულების ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ არის უპასუხისმგებლობა და პროვოკაცია. მიიღებთ ამ განცხადებას ცნობად თუ არა, ანაკლიის პორტი აშენდება, ან ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ან მის გარეშე, რათა ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ ჩანაწერს ვეღარავინ შეცვლის.
ტენდერის მოგების შემდეგ უამრავჯერ შეიცვალა პირობები ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, შესაბამისად სახელმწიფოს საზიანოდ. რატომ ასეთი უპარატესობები? ნებისმიერ სხვა კომპანიას, სხვა პროექტის განხორციელებისას, დისკვალიფიკაციას გაუკეთებდნენ. მთავრობის ადგილას, ასეც მოვიქცეოდი, ავაშენებდი პორტს, რომელიც ახლაც სახელმწიფოს საკუთრებაა და რჩება ასეთად, ხოლო აშენების შემდეგ, ტენდერის/კონკირსის საფუძველზე მართვაში გადავცემდი გამოცდილ ოპერატორს.


თემის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, მოვითხოვ, ერთ ეთერში დასხდნენ ორთავე მხარის (მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი) თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი და საქმეში ჩახედული წამყვანის მეშვეობით მთელ საზოგადოებას გაგვაგებინონ:


-რა სტადიაშია პორტის მშენებლობა?-რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან?-ვინ რა არ შეასრულა?-რამდენად ესწრება მშენებლობის პორველი ფაზის დასრულება?-რატომ შეიცვალა მშენებლობის ფაზები და ვისი მოთხოვნით და არის თუ არა ამ ვადების დარღვევის რისკი?-რატომ ხდება ტენდერის მოგების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა სხვა მონაწილეები გამოეთიშნენ კონკურსს, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ პირობების გაუმჯობესება?-არის თუ არა მცდელობა, რომ პორტის ფინქციონირების დაწყების შემდეგ ყველა რისკი ჩამოჰკიდონ სახელმწიფოს და ოპერატორმა მხოლოდ მოგება უნდა თვალოს?-სხვა მნიშვნელოვანი საკითხები" - წერს სალუქვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031