გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფში, სადახლოსა და წითელ ხიდზე 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

13-03-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, 8-12 მარტს, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზებაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური  და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში 13,760 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და  სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031