გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა შვიდგზის ზეთისცხება

13-03-2019

აღდგომის მარხვაში ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.


ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები შვიდ-გზის ზეთის ცხება „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:

„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).


აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.


ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12).


წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ლევან ალადაშვილი განმარტავს, რომ ზეთისცხება არის ზეთის კურთხევის საიდუმლო.


მისივე თქმით, ის ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელია. შვიდი ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან.

"კონკრეტულად ზეთისცხებაზე აკრძალვა არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არც მარხულობენ, არც აღმსარებლები არიან, მაგრამ ზიარება უნდათ. ეს დამოკიდებულება არ არის სწორი. ამიტომ ვეუბნებით ჩვენ მათ, რომ აუცილებელია ეზიარებოდნენ და სახარებას კითხულობდნენ. ამის შემდეგ ექნება ზეთისცხებას მაკურნებელი ძალა", - ამბობს მოძღვარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930