გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კანონპროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება

13-03-2019

კანონპროექტი, რომელიც დახვეწეილია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება,- ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიოს განცხადებებს. როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ვენეციის კომისიასთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა ჯერ კიდევ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობის დროს დაიგეგმა.


"ვენეციის კომისიასთან კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში გვაქვს. როდესაც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვმუშაობდით, დასაწყისშივე დამკვიდრდა ეს პრაქტიკა. ჩვენ მათ გავუგზავნეთ პროექტი, პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებდით საკომიტეტო მოსმენებს, განხილვებს, მათ შორის საზოგაოდოებასთან. ასეთივე პარალელურ რეჟიმში იქნება მუშაობა ვენეციის კომისიასთან ამ პროექტზეც. პირველ რიგში ისინი დებენ შუალედურ დასკვნას, სადაც პრინციპებთან დაკავშირებით საერთო აზრი ჩამოყალიბებული აქვთ და შემდეგ გადადიან დეტალებზე. აქედან გამომდინარე, საკომიტეტო მსჯელობები, მათ შორის საჯარო სივრცეში, ხელს არ შეუშლის ვენეციის კომისიის მუშაობას და ჩვენ ახლაც, როგორც მაშინ, გზადაგზა, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს.


მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილია, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო დაიხვეწება.

„ისინი არიან ამ პროცესებზე ობიექტური დამკვირვებლები, ყველაზე კომპეტენტურები, ყველაზე მიუკერძოებლები - ამას აღიარებს თანამედროვე მსოფლიო, და ჩვენ, შესაბამისად, ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს გამომდინარე ჩვენი ქართული სპეციფიკიდან და იმ სამართლებრივი რეალობიდან, რაც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი, რომელიც არის ძალიან დახვეწილი, კიდევ უფრო დაიხვეწება მათი რეკომენდაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად. თუკი რაიმე პატარა ხარვეზი არის ამის აღმოფხვრაც შესაძლებელია, თუმცა პრინციპების დონეზე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული კანონპროექტი და ყველაზე მკაცრი კრიტერიუმებია მათში გაწერილი, მათ შორის მკაცრი პროცედურები, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სასამართლოს საბოლოო გაჯანსაღებისა და დამოუკიდებლობისაკენ. რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებაც კი არ ჰქონდეთ რიგ ადამიანებს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


შეგახსენებთ, რომ ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031