გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში დაღუპული კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს

14-03-2019

ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები.

გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი. შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი მოიკლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031